25 აგვისტო 2019,   16:26
ვრცლად
"ხელისუფლებასთან აფილირებული ან დაკავშირებული რაიმე ჯგუფების მიერ მომზადებული განცხადება" - სალაძე ხალვაშის განცხადებას აფასებს 

„რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ის ღიად დაუპირისპირდა გუნდს, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე ეხმაურება.

ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტების მოთხოვნას, არხის მფლობელს მიეცა მათთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები, "ახირება, დესტრუქციულ ამოცანა და კაპრიზები" უწოდა. ხალვაშისვე განცხადებით, მან უკვე დაიწყო კადრების მოძიება.

განცხადების გაცნობის შემდეგ, სულხან სალაძე ეჭვობს, რომ აღნიშნული ტექსტი არა ქიბარ ხალვაშის, არამედ ხელისუფლებასთან აფილირებული პირების დაწერილია.

სულხან სალაძე ასევე, ამბობს, რომ ქართულ სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა, რაც მსგავსი ტიპის სხვა საქმეებზე არ ხდება. აქედან გამომდინარე, სულხან სალაძე დარწმუნებულია, რომ ხალვაშმა გარკვეული სახის დახმარება მიიღო.

„მე ვეჭვობ, რომ ქიბარ ხალვაშის დაწერილი განცხადება იყოს. შეიძლება რაღაც საკითხები კი ბატონო, მაგრამ მთლიანობაში ამ განცხადების სულისკვეთება და არსი, მე მგონია, რომ არ არის მისი დაწერილი, ალბათ, სადღაც სხვაგან მომზადებული განცხადება ან ხელისუფლებასთან აფილირებული ან დაკავშირებული რაიმე ჯგუფების მიერ მომზადებული, ის, ხომ არავის არ სჯერა, რომ ქიბარ ხალვაშმა საქართველომ დამოუკიდებლად მიაღწია წარმატებას სასამარლო ინსტანციებში, ამაზე ძალიან ცალსახად შეიძლება ვისაუბროთ, მარტივი კითხვები დავსვათ, მაშინ იგივე ტიპის დავებზე, იგივე მუხლთან სამოქალაქო კოდექსის, რატომ წლებია არ იხილება საქმეები საქართველოს სასამართლო ინსტანციებში, როდესაც "რუსთავი 2"-ის საქმემ მოიარა ყველა ინსტანცია, უზენაესი სასამართლო, დიდი პალატა, სტრასბურგი და უკვე აღსრულდა ძალიან სწრაფად. ამ ფონზე, მხოლოდ მისი მხრიდან ეს არ იყო „მოგებული“ ბრძოლა „რუსთავი 2“-ისთვის, აქ, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული დახმარება სხვადასხვა ჯგუფების მიერ,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

დღის ამბები