27 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
„არ გამოვრიცხავ, რომ ეკა ბესელიას უხამსი და არაადეკვატური განცხადებების საკითხი დადგეს ეთიკის საბჭოში" - ანრი ოხანაშვილი

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგადად ეკა ბესელიას საკითხი დადგეს ეთიკის საბჭოში, მისი უხამსი და სრულიად არაადეკვატური განცხადებების,“ - ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ანრი ოხანაშვილმა ვანო ზარდიაშვილის დაცვა გადაწყვიტა, რომელიც პირიქით ბესელიას წინააღმდეგ ჩივილს აანონსებს.

„ეს ადამიანი ბოლო დროს გამოირჩეოდა ძალიან შეურაცხმყოფელი ეპითეტებით და ცუდი რიტორიკით. ზარდიაშვილთან მიმართებაში მას არაფერი აქვს სათქმელი, არც მორალური უპირატესობა გააჩნია ზარდიაშვილთან მიმართებაში,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყოფილ თანაგუნდელებს შორის საქმის გარჩევა გუშინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ზარდიაშვილმა ბესელია ვირთხას შეადარა და „ქართული ოცნებიდან“ ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულა. ეკა ბესელიამ კი გადაწყვიტა, რომ ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები