17 აგვისტო 2019,   22:42
ვრცლად
ქიბარ ხალვაში არის ხელისუფლების მარიონეტი, ნომინალური ფიგურა - ოპოზიცია "რუსთავი 2-ის" საქმეს ეხმაურება

პოლიტიკოსები „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ქიბარ ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. მათი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის ახალი მფლობელი არხის სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის და ტელევიზიიდან კრიტიკული აზრი აღარ გაჟღერდება.

ხატია დეკანოიძე-ის სურათის შედეგი„ხალვაში ნომინალური ფიგურაა, არ ვფიქრობ, რომ რამეს წარმოადგენს. მის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, რომ ხელისუფლება ივანიშვილის დავალებით გამოიყენებს ფინანსურ პრობლემებთან ასოციაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსური პრობლემა გვაქვს და ჩვენ შეიძლება ეს ჟურნალისტი შევცვალოთ ან ის ჟურნალისტი გავუშვათ. შესაბამისად, ეს იქნება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ქიბარ ხალვაშს ხელისუფლების მარიონეტს უწოდებს.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„ქიბარ ხალვაში რომ ჩვეულებრივი მესაკუთრე იყოს ეს მისი უფლება იქნებოდა, რას და როგორ უზრუნველყოფს, მაგრამ ქიბარ ხალვაში არის ხელისუფლების მარიონეტი და ბუნებრივია, ნებისმიერი საბაბით ახლა „რუსთავი 2-ის“ გაჩუმება, გზავნილის შეცვლა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი და დადასტურება, რისთვისაც ეს მთელი პროცესი წამოიწყო ივანიშვილმა მარიონეტების მეშვეობით, ანუ კრიტიკული ეროვნული მაუწყებლის ან დადუმება ან გზავნილის შეცვლა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რა ნაბიჯებს გადადგამს მესაკუთრე და არხის გენერალური დირექტორი, ეს მათი გადასაწყვეტია.

ანრი ოხანაშვილი-ის სურათის შედეგი ანრი ოხანაშვილი ხაზს უსვამს „რუსთავი 2-ის“ ახალი მენეჯმენტის განცხადებებს, რომ არხის სიტყვის და გამოხატვის უფლება იქნება დაცული. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს რაიმე კითხვის ნიშნები არ უჩნდება.

დღის ამბები