02 მაისი 2024,   14:29
ვრცლად
თბილისში შესაძლოა, მგზავრობა გაძვირდეს - საერთაშორისო სააგენტომ გაძვირების რეკომენდაცია გასცა

თბილისში შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდეს. თბილისის მერია ინფორმაციას უარყოფს, თუმცა გაძვირების რეკომენდაცია უკვე გასცა საერთაშორისო სააგენტომ, რომელიც მერიის დაკვეთით სატრანსპორტო ქსელის შექმნაზე მუშაობს.

მუნიციპალური ტრანსპორტის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. სააგენტომ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელის ექსკლუზიურ ინტერვიუზე დაყრდნობით ახსნა, რომ ინტეგრირებული ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდოს.

ფრანგულ კომპანიას დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვლევა მერიამ დაუკვეთა. ამის მიხედვით შემოვა ერთიანი გადახდის სისტემა და მგზავრი ერთი ბილეთით საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს.

საკრებულოს ოპოზიცია უკვე აანონსებს, რომ არ დაუჭერს მხარს გაძვირების გადაწყვეტილებას და მერიას საკუთარ გაანგარიშებებს სთავაზობს. ლევან ხაბეიშვილი ამჯერად მერიას სოციალურად დაუველი ადამინების კვებისათვის საჭირო თანხების დაანგარიშევას სთხოვს. „ევროპულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ ტარიფის ზრდა კლების ნაცვლად, მერიის არასწორ პოლიტიკას ნიშნავს.

სატრანსპორტო ექსპერტები ერთიანი საგადასახადო სისტემის შემოღებას - ტრანსპორტის საერთო ტარიფით ხედავენ. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი აზრის შესწავლითაა დაკავებული.

2021 წლიდან თბილისის მერია ახალი სატრასპორტო სისტემის დანერგვას გეგმავს. ახალ ავტობუსებთან ერთად დედაქალაქში გეგმის მიხედვით, უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურაც. თანხას საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველა ელექტრონულად, საკუთარ თავზე მორგებული ოფციით გადაიხდის. სავარაუდოდ, ამ პერიოდიდან გაძვირდება მგზავრობის ტარიფიც. თუმცა რამდენით ჯერ ისევ დაუდგენელია.

დღის ამბები