27 აპრილი 2024,   03:44
ვრცლად
უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე - მაშველებმა ავარიის დროს გარდაცვლილი კიდევ ერთი მგზავრის ცხედარი იპოვეს 

თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი კიდევ ერთი მგზავრის ცხედარი მაშველებმა, ცოტა ხნის წინ, იპოვეს. ამ დრომდე გრძელდება 1 დაკარგულის ძებნა. თუშეთის გზაზე მომხდარ ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 3 ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი.

გარდაცვლილებს შორისაა სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ზაურ გიგოიძეც.

თუშეთის გზაზე ავარია გუშინ მოხდა. მგზავრებით სავსე სატვირთო ავტომობილი დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. დაშავებულია 5 ადამიანი, 2-ს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

დღის ამბები