27 აპრილი 2024,   03:37
ვრცლად
თავდასხმა ნიგერიაში დაკრძალვის ცერემონიისას - გარდაცვლილია 65 ადამიანი 

ნიგერიაში, დაჯგუფება ,,ბოკო ჰარამის"" თავდასხმას 65 ადამიანი ემსხვერპლა. ისლამისტებმა ცეცხლი ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობას დაკრძალვის ცერემონიალის დროს გაუხსნეს. არიან დაშავებულებიც.

ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმის მოტივად სოფლის მცხოვრებლების მიერ დაჯგუფების 11 მებრძოლის მკვლელობისათვის შურისძიებას ასახელებს.

ნიგერიის პრეზიდენტმა დაგმო თავდასხმა და პასუხისმგებელი პირების დასაკავებლად საჰაერო სამძებრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. "ბოკო ჰარამი" ანტიდასავლური დაჯგუფებაა, რომელიც მთავრობის გადადგომისა და ისლამისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის იბრძვის.

დღის ამბები