05 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
ყაჩაღობა თბილისში - 20 წლის ახალგაზრდამ ერთ დღეს ორი მაღაზია დააყაჩაღა

ყაჩაღობა თბილისში - საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ ერთსა და იმავე დღეს ორი მაღაზია დააყაჩაღა - ერთი დიდუბეში, ერთი კი წერეთლის გამზირზე, სადაც სავარაუდო დამნაშავე მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შემდეგ კი აიძულა სალარო გაეხსნა და მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, სიგარეტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დღის ამბები