05 მაისი 2024,   14:29
ვრცლად
ნომინალური გაცვლითი კურსი არის უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს - ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი

ბლუმბერგის სისტემაში ლარმა გაუფასურების უკვე ახალი რეკორდი მოხსნა. კურსი საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებზე სწრაფი ტემპით ეცემა, რაც დღის ბოლოს უკვე, სავარაუდოდ, საქართველოშიც აისახება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი ამბობს, რომ ნომინალური გაცვლითი კურსი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს.

არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ეროვნული ბანკი პროცესს აკვირდება და როცა საჭიროდ ჩათვლიან, ვალუტის ინტერვენციასთან ერთად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასაც დაიწყებენ.

"დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ინდიკატორი, ივნისის თვისთვის, რომელიც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, გარდა ამისა, სავაჭრო დეფიციტი უმჯობესდება, ფულადი გზავნილები იზრდება, თუმცა რუსეთიდან ტურისტებზე ემბარგოს დაწესებამ გაზარდა უარყოფითი მოლოდინები ასევე შეამცირა ტურიზმიდან შემოსავლები დაგეგმილთან შედარებით, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია სავალუტო ბაზარზე

თუმცა, ჩვენი შეფასებით, ნომინალური გაცვლითი კურსი, რასაც ამ წუთებში ვაკვირდებით, არის უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. თუ ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენ გამოვიყენებთ, როგორც სავალუტო ინტერვენციებს, ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას საჭიროების შესაბამისად. იმის საჯარო ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ჩავერევით, ამ შემთხვევაში არ ჩავერევით, ასეთ ინდიკატორს ვერ გეტყვით, თუმცა მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით და როცა დავინახავთ ამის საჭიროებას, რომ ამას გავლენა ექნება, ჩვენ დავიწყებთ ინტერვენციას,“ - აცხადებს მესტვირიშვილი. 

დღის ამბები