06 მაისი 2024,   05:55
ვრცლად
შეჩერებული მშენებლობა და ბინის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - ალმასიანის ქუჩის მცხვრებლებმა მერიასთან შიმშილობა დაიწყეს

კარავი თბილისის მერიასთან - ალმასიანის ქუჩის მოსახლეობის ნაწილმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან შიმშილობა დაიწყო. 

მიზეზი, „აკა დეველოპმენტის“ მიერ დაწყებული მშენებლობაა, რომელიც მერიამ შეაჩერა. მოსახლეობა ამბობს, რომ ალმასიანის ქუჩაზე 27 სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, თუმცა მერიამ დაწყებული მშენებლობა შეაჩერა და კომპანიას მხოლოდ 13 სართულიანი კორპუსის მშენებლობის უფლება მისცა.

მერიას 13 სართულიანი კორპუსისთვის კი სანაცვლოდ ახალი ტერიტორია უნდა გადაეცა, თუმცა აქციის მონაწილეების განცხადებით, პირობა არ შესრულდა, რის გამოც მოსახლეობამ უკვე ათასობით ლარის ზარალი მიიღო, რადგან სამშენებლო საფასური მათ ნაწილს უკვე შეტანილი ჰქონდა. 

დღის ამბები