06 მაისი 2024,   10:30
ვრცლად
ლარის საგანგაშო ნიშნული - ეროვნული ბანკი ხვალ რეზერვს გაყიდის 

ეროვნული ვალუტა საგანგაშო ნიშნულზეა - კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის შესაძენად სამი ლარიც აღარ არის საკმარისი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა რეზერვის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მთავარი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხვალ, 1 აგვისტოს, ეროვნული ბანკი  სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

იმ შემთხვევაში თუ  თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. 

"ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას,"-ნათქვამი განცხადებაში. 

ლარი დღეს კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ, ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება, 2.9718 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9507 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0211 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში. დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი ევრო 3.3127 ლარი ღირს, მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2889 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0238 ლარი შეადგინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები