06 მაისი 2024,   06:01
ვრცლად
ევაკუაცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - შენობაში ნაღმს ეძებენ

ევაკუაცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ადმინისტრაციას ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ შენობაში ნაღმია და 48 საათში ამოქმედდება.

უნივერსიტეტში უკვე მუშაობენ გამნაღმველები. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გააგზავნა მეილი. უნივერსიტეტის რექტორი ვარაუდობს, ეს ცრუ შეტყობინებაა.  

უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ წერილი რუსულ ენაზე იყო დაწერილი. წერილის შესახებ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ წერილის საგამოძიებო სამსახურებს აცნობა. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსგავსი სახის შეტყობინება უნივერსიტეტში 2 წლის წინაც შევიდა. მაშინ პოლიციამ დაადგინა, რომ ცრუ განგაში იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული აქტის მუქარას გულისხმობს.

დღის ამბები