06 მაისი 2024,   01:05
ვრცლად
2008 წლის ომი და შინდისის გმირები - დიტო ცინცაძის ფილმი ”შინდისი” ოსკარისთვის იბრძოლებს

ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომსა და შინდისის გმირებზე - საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდზე გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარი ოსკარზე წარსადგენად შეირჩა. რეალურ ამბავს 17 ქართველ ჯარისკაცზე და რუსეთ-საქართველოს ომის მძიმე რეალობას სულ მალე მთელი მსოფლიო გაიგებს.

დიტო ცინცაძის ნამუშევარი სპეციალურმა კომისიამ დღეს ხმათა უმრავლესობითა და ფარული კენჭისყრით შეარჩია. დიმიტრი ცინცაძის ნამუშევართან ერთად, ჟიურიმ კიდევ სამი რეჟისორის ოთხი ნამუშევარი ნახა - მათ შორის ნინო ჟვანიას - „აღლუმი“, მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი - „სანამ მამა დაბრუნდება“, გიგიშა აბაშიძის - „მეზობლები“ და დიმიტრი ცინცაძის - „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. ქართველი რეჟისორის ”შინდისს” კი საქართველო, ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაზე გაგზავნის და იმ შემთხვევაში თუ ფინალისტთა რიგებში აღმოჩნდება, ის უკვე ოსკარის 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ფილმზე მუშაობა 2018 წლის აგვისტოში დაიწყო და ზუსტად 27 დღეში გადაღებებიც დასრულდა. ცნობილი ქართველი მსახიობების გარდა, დიმიტრი ცინცაძის ნამუშევარში შეგხვდებათ ახალი სახეებიც. 

ქართველი მაყურებელი პირველად ”შინდისს” 20 სექტემბერს ბათუმში ნახავს. თბილისურ პრემიერას კი ამავე თვის ბოლოს გეგმავენ. 

დღის ამბები