06 მაისი 2024,   09:27
ვრცლად
ანაკლიის პორტის პერსპექტივა - ანაკლიის კონსორციუმი ხაზარაძე-ჯაფარიძის შემცვლელებს დაასახელებს

ანაკლიის პროექტის პერსპექტივა - საკითხზე ექსპერტებმა, ბიზნესმენებმა და კონსორციუმის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. ანაკლიის კონსორციუმი უახლოეს დღეებში იმ ადამიანების ვინაობას დასახელებას, ვინც კონსორციუმის მენეჯმენტში მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჩაანაცვლებენ.

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გავლენიანი ადამიანები ჩაანაცვლებენ, რომლებიც შემდგომში მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ახვლედიანის თქმით, პროექტის მშენებლობის საკითხიც სწორედ ამ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. პოზიტიური შედეგის შემთხვევაში ანაკლიის პორტი პირველ გემს 2021 წლის ოქტომბერში მიიღებს.

ლევან ახვლედიანი-ის სურათის შედეგი „მამუკა და ბადრი აღარ იქნებიან თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე სამეთვალყურეო საბჭოში. მათ ჩაენაცვლებიან ძალიან დიდი რეპუტაციის ადამიანები, რომლებსაც გამოვაცხადებთ თუ არა ხვალ და ისინი წაუძღვებიან ამ პროექტს და განსაკუთრებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს შემდგომში. ჩვენი მშენებლობის დაწყება დამოკიდებულია ამ მოლაპარაკებების დასრულებაზე. თუ ეს მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, მშენებლობა ვერ დაიწყება დროულად. თუ ამას ჩვენ მივაღწევთ, პირველი გემების მიღება მოხდება 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, თუ არ ვცდები,“- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია პროექტის კონკურენტუნარიანობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას შეკითხვა სწორედ ამ კუთხით  აქვს.

რომან კაკულია-ის სურათის შედეგი „მივიღე მოწვევა და მოვედი სიამოვნებით იმიტომ, რომ ჩემთვისაც ყოველთვის  ანაკლიის პორტის პოლიტიკური მიზანშეწონილება ჩემთვის არასდროს არ იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩემთვის ყოველთვის შეკითხვა იყო მისი კონკურენტუნარიანობა და ამიტომ, რადგან დღეს ამ თემაზე იქნება, მე სიამოვნებით მოვისმენ ყველა ალტერნატიულ, თუნდაც მწვავე მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით,“- განაცხადა  კაკულიამ.

რუსეთის მიერ პორტების გაძლიერებასა და მშენებლობებზე საუბრობს „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე. ურუშაძის თქმით, ეს პორტები თავისი კონცეფციით ანაკლიის პორტის ანალოგები იქნება და შესაბამისად, ანაკლიის პორტს კონკურენციას გაუწევენ. „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესების თანამონაწილეა.

ვასო ურუშაძე-ის სურათის შედეგირუსეთი, ერთი მხრივ, თავის მნიშვნელოვან პორტს, ნოვოროსიისკის სიმძლავრეს აორმაგებს და 330 ტეუდან აჰყავს 600 ტეუმდე და პარალელურად, ზუსტად ანალოგიურ კონცეფციაზე აშენებს ტამანის პორტს, რომელსაც ასევე ექნება 1 მილიონამდე შესაძლებლობა, გაატაროს კონტეინერების რაოდენობა და პარალელურად, აშენებს ახალ სანაოსნო არხს, რომელსაც არქმევს „ევრაზიას“, რომელიც პირდაპირ, ერთი-ერთში არის კონკურენტი საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის. ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე პოლიტიკოსები ჩართულები არიან ამ ფერხულში, რომლებიც ხელოვნურად ამ პროცესებს ხელს უწყობენ,“- განაცხადა ურუშაძემ.

დღის ამბები