06 მაისი 2024,   09:06
ვრცლად
დაბალი ხელფასები - ონლაინკაზინოების პროვაიდერი კომპანიის თანამშრომლების საპროტესტო აქცია

ონლაინკაზინოების პროვაიდერი კომპანიის "ევოლუშენ გაიმინგის" თანამშრომლებმა აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენაა. მათი თქმით, "ევოლუშენ გაიმინგის" წარმომადგენლები მათ დაშინებას ცდილობენ. 

საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა, უშედეგოდ მიმდინარეობს. კომპანიაში კი მიმდინარე პროცესებზე კომენტარს არ აკეთებენ.

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინიტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

დღის ამბები