06 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ზუგდიდში - სანდრა რულოვსმა ჰოლანდიიდან ექიმი ჩამოიყვანა

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ზუგდიდში - სანდრა რულოვსმა ჰოლანდიიდან 30 წლიანი სტაჟის მქონე ექიმი ჩამოიყვანა. ფრანკ ეიზებარტი ოფთალმოლოგიური კლინიკის მფლობელია. მან საქართველოში მხედველობისთვის საჭირო ინვენტარი ჩამოიტანა, რომლებსაც შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებს უსასყიდლოდ გადასცემს.

უფასო გამოკვლევები ზუგდიდში მეოთხე დღეა, მიმდინარეობს და სერვისით 400-მდე ადამიანმა ისარგებლა.

"თავისი ხარჯით ჩამოფრინდა და ჩვენ აქ ვუმასპინძლებთ ზუგდიდში. ძალიან კმაყოფილია, მოეწონა მუშაობა, ძალიან მადლიანი საქმეა,“ - განაცხადა რულოვსმა.

დღის ამბები