06 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
ლარის კურსის ვარდნის გამო, ბუნებრივ აირზე ტარიფის მომატებაზე სემეკი მსჯელობას გააგრძელებს

მოიმატებს თუ არა ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი, ჯერ უცნობია. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე, სადაც ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფის დადგენაზე მსჯელობა დაიწყო, გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა, ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, გაიზრდება თუ არა ტარიფი. 

კომისიის სხდომაზე  ათმა კომპანიამ საკუთარი ხარჯებისა და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინა.

გახდება თუ არა ლარის კურსის ვარდნა ტარიფის გაზრდის საფუძველი, რამდენიმე თვეში გაირკვევა. სამომხმარებლო ტარიფები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას განსაზღვრული ჰქონდა კურსით, როცა დოლარი 2.70 ლარი ღირდა.

სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. სხდომას ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც ტარიფის შესაძლო მატებას აპროტესტებდნენ.

დღის ამბები