03 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
დიმიტრი საძაგლიშვილი - მე დავტოვე "რუსთავი 2"

იურისტმა, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" დატოვა. განცხადება საძაგლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც მოწმის სტატუსით "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს. 

ადვოკატი ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, რადგან ის სამაუწყებლო კომპანიას აღარ წარმოადგენს.  დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას ინტერესებს იცავს. 

"აღარ ვარ რუსთავი 2-ის იურისტი, დავტოვე რუსთავი 2. ახლა ამ გამოკითხვაზე, ვარ ნიკა გვარამიას ადვოკატი. ვფიქრობ, რომ ვდგავარ იქ სადაც უნდა ვიდგე, სწორ მხარეს და შესაბამისად არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ მაქვს,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა

ადვოკატი აცხადებს, რომ კითხვები რომელსაც გვარამიას უსვამენ ძირითადად ზოგადი ხასიათისაა. 

„უფრო მეტად ზოგადი კითხვებია, იმიტომ რომ მედია ბაზარი არის ძალიან სპეციფიკური  სფერო ეკონომიკის. შესაბამისად, არის უფრო ზოგადი კითხვები და ნიკა გვარამიაც ხსნის ამ სპეციფიკას როგორ მოქმედებს მედია, როგორ განსხვავდება ის სხვა ტიპის საწარმოებისგან და ამ სპეციფიკის ახსნას მიაქვს ძირითადად დრო.

არის კითხვები რომელზეც ნიკა გვარამიას ფიზიკურად ვერ ექნება ინფორმაცია. იმიტომ რომ ეს დეტალური საკითხები, შეიძლება ამაზე ინფორმაცია ჰქონდეს სხვა პირებს. მაგალითად იურისტებს. მაგალითად ფინანსისტებს და ა.შ. ანუ კომპანიაში არსებულ სხვადასხვა რგოლს რომელიც კონტრაქტებთან დაკავშირებით მუშაობს,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.  

დიმიტრი საძაგლიშვილის აცხადებს, რომ ნინო ნიჟარაძემ შეიტანა ისეთი სარჩელი რომელიც დაუსაბუთებელი იყო.

„ნინო ნიჟარაძემ ჯერ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა და სამოქალაქო დავისთვისაც კი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო ეს საქმე და ნინო ნიჟარაძემ მოითხოვა ფინანსური დოკუმენტაციის გაცნობა იმ მიზნით რომ აუდიტი ჩაგვეტარებინა და ვნახავთ რა მონაცემები გვექნება აუდიტის შემდეგ, დიდ ოთხეულზე არის საუბარი. და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას სამოქალაქო დავა გავაგრძელოთ თუ არაო. ჩვენ  მივეცით სრული წვდომა ინფორმაციაზე, არანაირი აუდიტი არ ჩატარებულა, არანაირი დიდ ოთხეული არ გამოჩენილა. ის წავიდა პროკურატურაში. მიზანი იყო არა დიდი ოთხეულის  მიერ რეალობის დადგენა არამედ ის რომ რაღაც საფუძველი გამხდარიყო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ თუნდაც უკანონო ქმედების განხორციელების,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.  

დღის ამბები