03 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
დაიბარებენ თუ არა ნიკა გვარამიას კიდევ ერთხელ გამოკითხვაზე - საქმის პროკურორს პასუხი არ აქვს 

დაიბარებენ თუ არა ნიკა გვარამიას კიდევ ერთხელ გამოკითხვაზე, ამასთან დაკავშირებით საქმის პროკურორი ჯერ ვერ საუბრობს.

ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღეს საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მიღებული პასუხების შესაბამისად კი დაიგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო ნაბიჯები. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილია, გახდება თუ არა საჭირო ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე ხელმეორედ დაბარება.

"გამოძიება მიმდინარეობს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის  კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. და ასევე  ქონების გადამალვის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა დღეს მოწმის სახით სასამართლოში ნიკა გვარამია. ეს პიროვნება გენერალური დირექტორი იყო რუსთავი 2-ის. ბუნებრივია რადგან პერიოდი ეხებოდა მისი მუშაობის პერიოდს მოხდა მისი გამოკითხვა. დაისვა შესაბამისი კითხვები და მივიღეთ პასუხები. ამ პასუხების შეფასებების შემდგომ დაიგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ,“-განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ნიკა გვარამიას გამოკითხვა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ის მოწმის სტატუსით გამოიკითხა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები