03 მაისი 2024,   11:43
ვრცლად
ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულებულია - "რუსთავი2"-ის ყოფილი დირექტორი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო

საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიას გამოკითხვა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კითხვები ფინანსურ დოკუმენტაციებს და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობებს ეხებოდა.

გვარამია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ ქიბარ ხალვაშის ქონება, რომლიც მან ქართული და ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებით მიიღო, ბევრად აღემატება, გასულ წლებში არსებულს. გვარამია ამბობს, რომ "რუსთავი2"-ის დამფუძნებლები ხალვაშის წინააღმდეგ უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით დავას დაიწყებენ.

რაც შეეხება გამოკითხვის დეტალებს, ნიკა გვარამიას უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გამოკითხვაზე დასმული კითხვების უმრავლესობის ადრესატი ნიკა გვარამია არ და ვერ იქნებოდა. საძაგლიშვილის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნინო ნიჟარაძის სარჩელი, რომელის საფუძველზეც სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი დირექტორი დღეს გამოიკითხა პოლიტიკურად მოტივირებულია.

დიმიტრი საძაგლიშვილი-ის სურათის შედეგი„ეს აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ თავიდანვე ეს პროცესი მიმართული იყო იმისკენ, რომ ნიჟარაძეს შეეტანა პროკურატურაში განცხადება ხელისუფლების დავალებით, რათა მომხდარიყო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმის შეთითხვნა და მომდევნო საჭიროების შესაბამისად მოქმედება, ახლა ეს საჭიროება გამოიხატება იმაში,რომ ხელისუფლების უმთავრესი მიზანია არ დაუშვან ახალი ტელეკომპანიის გახსნა, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ნიკა გვარამია,“-ამბობს საძაგლიშვილი.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას პასუხისგებაში მიცემა წარმოუდგენელია. საძაგლიშვილი ამბობს, რომ არათუ სისხლის სამართლის წარმოებაში, არსებული საქმე, სამოქალაქო დავაშიც კი უპერსპექტივოა.

თუმცა ადვოკატი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მიიღებს, პოლიტიკურად მოტივირებული იქნება.  

საქმის პროკურორი კი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას გამოძიებისთვის ყველა საინტერესო კითხვა დაუსვეს. ზვიად გუბელაძის თქმით, მას შემდეგ რაც სხდომის ოქმი შედგება, შეიძლება დაიგეგმოს ახალი საგამოძიებო მოქმედებები. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და ის ობიექტური იქნება. გუბელაძე არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამია გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარონ. 

დღის ამბები