05 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
ლარის კურსი იყო ზედმეტად ხელოვნურად გაუფასურებული - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ლარის კურსი ხელოვნურად იყო გაუფასურებული. ამის შესახებ განცხადება ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ორგანული და სიღრმისეული მიზეზები ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში არ არსებობს.

„ლარის კურსი იყო ზედმეტად ხელოვნურად გაუფასურებული. რადგან გამოქვეყნდა კიდევაც პირველი ექვსი თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები. ეკონომიკა იზრდება. საგადამხდელო ბალანსი უმჯობესდება. შესაბამისად, არანაირი ორგანული, სიღრმისეული მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ ლარი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურებული. შესაბამისად, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია არის სრულიად ადეკვატური,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.  

დღის ამბები