05 მაისი 2024,   16:16
ვრცლად
ფასების გაზრდა კი არ გვიხარია, იძულებულები ვართ, უნდათ ის პროცესები გადაფარონ, რაც რეალურად ხდება - ივა ჭყონია კონკურენციის სააგენტოს მოკვლევაზე  

დაშინებისა და მიმდინარე პროცესების გადაფარვის მცდელობა - სწორედ ასე აფასებენ ბიზნესმენები კონკურენციის სააგენტოს დაინტერესებას იმ კომპანიების განცხადებებით, ვინც თავის დროზე ფასების მატებაზე საუბრობდა.

ხადურის უწყებამ განმარტებები მოითხოვა ყველა სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელისგან, რომელმაც ლარის უპრეცედენტო გაუფასურების შედეგებზე და პროდუქტებზე ფასების მოსალოდნელ მატებაზე გაამახვილა ყურადღება. კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს.

„მე ვერ გეტყვით რა დაირღვა, დაიწყონ კვლევა, მე პირიქით მზად ვარ აქტიურად ჩავერთო მათთან ერთად. ერთადერთი ეს კონტექსტი არის, ის, რომ მოსახლეობა დააწყნარონ, რომ ფასები არ გაიზრდება და არ დავუშვებთ, რომ ფასები გაზარდონ კომპანიებმა. დამერწმუნეთ, ფასების გაზრდა კი არ გვიხარია, იძულებულები ვართ. ამით უნდათ ის პროცესები გადაფარონ, რაც დღევანდელ დღეს რეალურად ხდება და აჩვენონ, რომ ფასების ზრდას არ დაუშვებენ,“-განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები