05 მაისი 2024,   13:56
ვრცლად
ბიზნესისთვის მორალის კითხვა არ არის სახელმწიფოს საქმე - კაკულია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაზე 

კონკურენციის სააგენტოს მიერ, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებებით დაინტერესებას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რომან კაკულია ეხმაურება. 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ბიზნესისთვის მორალის კითხვას დაუშვებლად მიიჩნევს.

„ბიზნესი თვითონ წყვეტს რა თქმა უნდა. ბიზნესისთვის მორალის კითხვა არ არის სახელმწიფოს საქმე, სახელმწიფოს საქმეა ბიზნესის მხარდაჭერა,“-აცხადებს რომან კაკულია.

ლარის უპრეცედენტო გაუფასურება - ხადურის უწყება იმ სადისტრიბუციო ხელმძღვანელების განცხადებებით დაინტერესდა, ვინც ფასების მატებაზე საუბრობდა.

კონკურენციის სააგენტო კომპანიებისა და ასოციაციების განცხადებებით დაინტერესდა. სააგენტო განმარტებებს ითხოვს ყველა იმ სადისტრიბუციო ხელმძღვანელისგან, რომელმაც ლარის უპრეცედენტო გაუფასურების შედეგებზე და პროდუქტების ფასების მოსალოდნელ მატებაზე საუბრობდნენ.

უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი შეთანხმება, რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა და აკრძალვა.

შეთანხმების ერთ-ერთ სახეს ეკონომიკურ აგენტებს შორის ფასებზე ან სხვა სავაჭრო პირობებზე შეთანხმება წარმოადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები