03 მაისი 2024,   07:04
ვრცლად
თუ ბიზნეს სუბიექტებმა დაადასტურეს, რომ მათ ჰქონდათ შეთანხმება ფასების ზრდაზე, ჩვენ დავიწყებთ მოკვლევას ამ კომპანიების წინააღმდეგ - ხადური

ჩვენ ამაში დავინახეთ საფრთხე, რომ ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა - ამ განცხადებას, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი აკეთებს. ნოდარ ხადური "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განმარტავს, თუ რატომ დაინტერესდა კონკურენციის სააგენტო კომპანიებისა და ასოციაციების განცხადებებით. სააგენტო განმარტებებს ითხოვს ყველა იმ სადისტრიბუციო ხელმძღვანელისგან, რომელმაც ლარის უპრეცედენტო გაუფასურების შედეგებზე და პროდუქტების ფასების მოსალოდნელ მატებაზე საუბრობდნენ.

ხადურის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბიზნეს სუბიექტები, ასოციაციები დაადასტურებენ, რომ ფასების ზრდასთან დაკავშირებით მათ შეთანხმება ჰქონდათ, კონკურენციის სააგენტო, კომპანიების წინააღმდეგ მოკვლევას დაიწყებს. 

„ჩვენ ამაში დავინახეთ საფრთხე, რომ ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან კონკურენციის კანონი კრძალავს შეთანხმებულ ქმედებებს, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ფასებთან მიმართებაში. ანუ, ბიზნეს სუბიექტების კონკრეტული გეგმები არ ყოფილა კონკურენციის სააგენტოს შესწავლის საგანი, ჩვენ ვსწავლობთ და მოვითხოვეთ ინფორმაციას, ხომ არ არის შეთანხმებული ქმედებები ბაზარზე. მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რა მიმართულებით წავა კონკურენციის სააგენტო ამ სფეროსთან დაკავშირებით. თუ ასოციაციებმა ან ბიზნეს სუბიექტებმა დაადასტურეს, რომ მათ ჰქონდათ შეთანხმება და თქვეს რომ მოდით ახლა ჩვენ ერთად გავზარდოთ ფასები, ამ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ მოკვლევას იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ შეთანხმებაში მონაწილეობდნენ,“-აცხადებს ნოდარ ხადური.

ამავე თემაზე
დღის ამბები