05 მაისი 2024,   14:50
ვრცლად
„უნდათ მოსახლეობას აჩვენონ, რომ არ დაუშვებენ ფასების გაძვირებას, როგორ უნდა მოხდეს ეს - ზეწოლით აპირებენ?" - ბიზნესმენები ხელისუფლებას მიმართავენ 

დაშინებისა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაფარვის მცდელობა - ასე აფასებენ ბიზნესმენები კონკურენციის სააგენტოს დაინტერესებას იმ კომპანიების განცხადებებით, ვინც ფასების შესაძლო მატებაზე საუბრობდა. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ საუბარი ბიზნესს შორის ე.წ. კარტელურ გარიგებებზე, აბსურდია. მისი თქმით, ხელისუფლება კონკურენციის სააგენტოს ხელით, ზეწოლას ცდილობს. მისი თქმით, არ არსებობს ზედა ან ქვედა ზღვარი საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით, შესაბამისად ბიზნესის კონტროლი ამ მიმართულებით შეუძლებელია.

ჭყონია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, მოუსმინოს ბიზნესს და ეროვნულ ბანკთან ერთად მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ეკონომიკაში შეიქმნა.  

Image result for ივა ჭყონია„უნდათ ამ განცხადებით მოსახლეობას აჩვენონ, რომ არ დაუშვებენ ფასების გაძვირებას, თუმცა აქვე ვიკითხავ, რომ როგორ უნდა მოხდეს ეს - ზეწოლით აპირებენ?  ბიზნესი თავისუფალია და არც ზედა და არც ქვედა ზღვარი არ არსებობს საფასო პოლიტიკასთან მიმართებაში. კარტელურ გარიგებაზე, რაზეც საუბარია, კომენტარსაც არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან. ასოციაციებს შორის კარტელი, ეგეთი რამე არ არსებობს. სჯობს მოისმინონ ჩვენი განცხადებები და ქვეყნის შიდა ეკონომიკას მიხედონ და ეროვნულ ბანკთან ერთად იმუშაონ, რომ იმ პრობლემების წინაშე არ დავდგეთ, რაც დღეს არის, თორემ საკვლევი აქ არაფერი არ არის.

მოსუმინონ იმ განცხადებებს, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ვართ იმ დარგში სპეციალისტები, რომლებიც გამოვდივართ დარგის სახელით, ასოციაციები და იმ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რომელიც ხვალ და ზეგ უფრო მეტ პრობლემად არ იქცეს ქვეყნისთვის,“-განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიამ.

მძიმე ეკონომიკური ვითარების ბიზნესზე გადაბრალების მცდელობა - ასე აფასებს კონკურენციის სააგენტოს დაინტერესებას, საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარე. ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს ბიზნესისგან მტრის ხატი შექმნას და არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა მას გადააბრალოს.

Image result for ზურაბ უჩუმბეგაშვილი„არის ძალიან მარტივი პრინციპი, როდესაც პროდუქცია ძვირდება, ის აღარ იყიდება ისე, როგორც მანამდე იყიდებოდა. დღეს ისედაც მოსახლეობაში ფილი არ არის და ისედაც შემცირებულია გაყიდვები. არავის, არც ერთ მწარმოებელს არ აწყობს პროდუქციის გაძვირება.

მაშინ როდესაც ლარი გაიქცა, მაშინ როდესაც ლაპარაკია ენერგომატარებლების გაძვირებაზე, როდესაც საწვავი გაძვირდა, გარდაუვალია თითქმის ყველა პროდუქტზე ფასის გაძვირება. რაღაც ხომ უნდა იქნას მოძებნილი, ვიღაცას ხომ უნდა დაბრალდეს. ახლა თვითონ ხომ არ დაიბრალებენ. ვგულისხმობ იმას ვისაც ეს ეხება და არა კონკურენციის სააგენტოს. რა ვქნა მე ვერ ვიმუშავე კარგად, მე ვერ დავსახე ქვეყნის სწორად განვითარების ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაო - ამას არც ერთ ქვეყანაში არ იძახიან და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. უნდათ რომ შექმნან მტრის ხატი. აქ მოსახლეობას უნდათ უთხრან, რომ ჩვენ გეხმარებით, ჩვენ პროგრამები გვაქვს, მაგრამ აი ესენი, ცუდი ხალხი, მეტი მოგების მიზნით აკეთებენ ამას,“-ამბობს საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

ხადურის უწყებამ განმარტებები მოითხოვა ყველა სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელისგან, რომელმაც ლარის უპრეცედენტო გაუფასურების შედეგებზე ისაუბრა, რაც ფასების მატებას გამოიწვევს. სააგენტო მათ ,,კონკურენციის კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები