06 მაისი 2024,   04:58
ვრცლად
მტკიცე სული 2019 - სენაკში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დაიხურა

მტკიცე სული 2019 - ნატოს ეგიდით ჩატარებული სამხედრო სწავლება დღეს დაიხურა. სწავლების მთავარი მიზანი გაერთიანებული ძალების კოორდინაცია და ტაქტიკურ-საბრძოლო ძალად ჩამოყალიბება იყო. ასევე, ჯარისკაცებმა სწავლება ნატოს ინსტრუქტორებთან ერთად, მანევრის შესრულებასა და ძალთა განლაგების ფორმატში გაიარეს. წვრთნებში მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო.

„დღეს სენაკში მეორე ქვეითი ბრიგადის მრავალეროვნული სწავლების სამეთაურო საშტაბო კომპონენტი დასრულდა, რომელიც მიმდინარეობდა 27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობას ღებულობდა 14 ქვეყნის წარმომადგენელი. სწავლებამ ჩაიარა წარმატებით,“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა, იორი მათიაშვილმა.

პოლკოვნიკმა, სწავლების თანახელმძღვანელმა, ჯეიმს ბეიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.

დღის ამბები