03 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
რეზერვის გაყიდვამ ვარდნის შეჩერება ვერ შეძლო - ლარი კვლავ გაუფასურდა 

ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. ლარის ოფიციალური ღირებულება დოლართან მიმართებაში 2.89 ლარი გახდა. გადამცვლელ ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ეს მონაცემი კიდევ უფრო მეტია. ლარი გაუფასურდა ევროსთან და სხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაშიც.

ლარის ქმედებამ დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების პოლიტიკა არაადეკვატური იყო. ეროვნულმა ვალუტამ ორდღიანი შეჩერების შემდეგ კვლავ ვარდნა განაგრძო. 

გარდა ამისა ხელისუფლების მტკიცება, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი ტურისტების ნაკადის კლებაა სიცრუე აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ივნისში ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან ფრენების აკრძალვის და საპროტესტო აქციების მიუხედავად - გაიზარდა.

"ინტერვენციები, რომელიც განახორციელა ეროვნულმა ბანკმა არის არასაკმარისი იმისათვის, რომ ლარის კურსი დაეშვას 2.80-ზე ნაკლებ ნიშნულზე. პრემიერის და მთავრობის სხვა წევრების განცხადებები არის არაადეკვატური. გამოქვეყნდა ტურიზმის მონაცემები და ვხედავთ, რომ ტურიზმი საერთოდ უნდა გამოირიცხოს ლარის გაუფასურების საკითხიდან. ლარის გაუფასურების მთავარი ფაქტორი არის ეროვნული ბანკის დროული მოქმედება და მეორე, მთავრობის ეკონომიკური გუნდის ბოლო 4 წლიანი ქმედებები,"-განაცხადა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ნიკა შენგელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები