27 აპრილი 2024,   07:39
ვრცლად
ლარის გაუფასურების ახალი ტალღა - ერთი დოლარის ფასი კვლავ 3 ლარს უახლოვდება 

ლარის გაუფასურების ახალი ტალღა - ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციამ ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ სამი დღით შეძლო. დღეს დილიდან კი, ტაბლოებზე ეროვნული ვალუტის კურსი რამდენჯერმე შეიცვალა. ამ დროისათვის კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ფასი უახლოვდება დრამატულ სამიან ნიშნულს და მისი ფასი  2.98 თეთრია.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ბლუმბერგზე დილიდან ვაჭრობა 2.90 ნიშნულიდან დაიწყო, თუმცა ამ დროისათვის დოლარის ფასი 3 თეთრით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე საღამოს ეროვნული ბანკი ახალ გაუფასურებულ ნიშნულს  დადებს.

ეროვნული ვალუტა დილიდან საერთაშორისო სავაჭრო ქსელში უფასურდება. ბლუმბერგის ტერმინალის მონაცემებით ლარი თითქმის ორი თეთრით გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარი ორი ლარი და 93 თეთრი ღირს. გაცილებით მაღალი კურსია საქართველოს კომერციულ ბანკებში, სადაც ერთი ამერიკული დოლარის შესაძენად 2 ლარი და 98 თეთრია საჭირო.

ამავე თემაზე
დღის ამბები