05 მაისი 2024,   12:18
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი სირიაში მორიგი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აანონსებს

თურქეთის პრეზიდენტი სირიაში მორიგი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აანონსებს. განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეთში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, თუ ანკარა ახლა არ იმოქმედებს, გარკვეული დროის შემდეგ ქვეყანას უფრო მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს. ერდოღანი ჩრდილოეთ სირიის რეგიონს გულისხმობს, რომელიც თურქეთს ესაზღვრება და ქურთებითაა დასახლებული.

განცხადებას წინ უძღოდა პენტაგონის ახალი ხელმძღვანელის გაფრთხილება. მარკ ესპერმა პირდაპირ განაცხადა, რომ ცალმხრივი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ანკარა ამზადებს, დაუშვებელია და ერდოღანის ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

თურქეთის პრეზიდენტი ელჩებს არწმუნებდა, რომ ანკარა იძულებულია, იმოქმედოს, რომ რეგიონი ტერორისტების ქსელისგან დაიცვას, რომელიც კიბოსავით მთელს ჩრდილოეთ სირიას მოედო. 

დღის ამბები