05 მაისი 2024,   15:19
ვრცლად
სამხედროს მკვლელობა ისრაელში - პრემიერმა მომხდარში პალესტინელები დაადანაშაულა

ისრაელის პოლიცია სამხედროს მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს. თავდასხმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მოხდა. 19 წლის სამხედროს ცხედარი, რომელსაც ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული, ებრაული დასახლების მახლობლად იპოვეს. გამოძიების ვერსიით, მსხვერპლი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლული გზაზე დატოვეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია. ამის მიუხედავად პრემიერმა ნეთანიაჰუმ მომხდარი ტერაქტად შეაფასა და აღნიშნა, რომ  მის უკან პალესტინელები დგანან.

დღის ამბები