02 მაისი 2024,   15:50
ვრცლად
ქურდობაში მადანაშაულებთ არარსებულ ფაქტზე - ნიკა გვარამია პროკურორებს

„რა შუაშია მიმალვის საფრთხე და თქვენი თანხმობა ერთმანეთთან, რა კავშირშია,“ - ამ სიტყვებით ნიკა გვარამიამ პროკურორებს მიმართა.

საქალაქო სასამართლოში, სადაც ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ, ხმაური პროკურორის განცხადებას მოჰყვა. ბრალდების მხარემ მიმალვის საფრთხეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით გვარამიამ პროკურატურა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს.

აღნიშნულ განცხადებას ნიკა გვარამიას კრიტიკა მოჰყვა. მისთვის გაუგებარია მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით პროკურორის არგუმენტი.

„ქვეყანას რომ გეტყვით, იმის მიხედვით გადაწყვეტთ მიმალვის საფრთხეა თუ არა?.. რა შუაშია მიმალვის საფრთხე და თქვენი თანხმობა ერთმანეთთან, რა კავშირშია... ქურდობაში მადანაშაულებთ არარსებულ ფაქტზე და ემოცია, რომ მქონდეს, რა შეურაცხყოფას ვაყენებ ჩემი ემოციით, რამეს ვაკეთებ განსაკუთრებულს თუ რა“, - ამბობს ნიკა გვარამია.

დღის ამბები