27 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
დაჭრა ჩიქობავას ქუჩაზე - ძაღლების ჩხუბის გამო 17 წლის ახალგაზრდას თავში ესროლეს

ძაღლების ჩხუბის გამო ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდის მდგომაროება კვლავაც უმძიმესია.

შემთხვევა 4 დღის წინ, ჩიქობავას ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მისმა ძაღლმა სხვა ძაღლს უკბინა. ამ ყველაფერს კი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც 37 წლის მამაკაცმა 17 წლის ახალგაზრდას თავის არეში იარაღიდან ესროლა.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია და მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები