სიდნეიში თავდასხმის შედეგად დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინციდენტი ერთ-ერთ ბარში მოხდა. ცივი იარაღით შეიარაღებული ახალგაზრდა, დაწესებულების სტუმრებს თავს დაესხა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა. თავდამსხმელის განეიტრალება ჯერ ადგილზე მყოფმა ხალხმა სცადა, თუმცა მან გაქცევა მოახერხა, რა დროსაც ის ქუჩაში პოლიციამ დააკავა. თავდამსხმელის ვინაობა და მისი მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ეჭვმიტანილი დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ტერაქტის ვერსიაც. პოლიციის ვერსიით, დაკავებულს გაცილებით უფრო მასშტაბური დანაშაული ჰქონდა განზრახული.