07 მაისი 2024,   03:15
ვრცლად
ეს პროექტი ივანიშვილს უნდა რუსებისათვის - ოპოზიცია უცხოელი ინვესტორის მიერ ანაკლიის კონსორციუმის დატოვებაზე საუბრობს

„ანაკლიის პროექტი დასავლელი ინვესტორების მონაწილეობით არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილს,“ - ასე გამოეხმაურა   "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, უცხოელი ინვესტორის მიერ ანაკლიის კონსორციუმის დატოვების ფაქტს. რომან გოცირიძის  განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში უცხოელ ინვესტორებს მონაწილეობა არ მიეღოთ. ამის მიზეზად კი, ოპოზიციის წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილის ინტერესს ასახელებს, რომელსაც მისი აზრით, ამ პროექტში რუსეთის ჩართულობა სურს.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი„ანაკლიის დასამარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მათ შორის, თიბისი ბანკის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, მამუკა ხაზარაძის და ზურაბ ჯაფარიძის ფაქტობრივი შინა პატიმრობა და ასევე, ყველა ის განცხადებები, რაც კეთდებოდა ხელისუფლების მხრიდან, ეს ნიშნავდა, რომ ანაკლიის პროექტი დასავლელი ინვესტორების მონაწილეობით არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილს. ეს პროექტი მას უნდა რუსებისათვის,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარიაც.

დაკავშირებული სურათი„საფრთხე ემუქრება ანაკლიას და ბოლოს ცხადია, ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ ამერიკელები აქედან გავიდნენ,იმიტომ, რომ პრაქტიკულად სახელმწიფომ დაანგრია ამერიკელების მონაწილეობით ეს პროექტი. ეს არის საგანგაშო სიგნალი და რა თქმა უნდა, ეს ცდება, ხომ? ეს პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის. ეს არის საგანგაშო სიგნალი, რომელიც აწყობს რუსეთს და რომელსაც ხელი შეუწყო ხელისუფლებამ. ეს კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ხელისუფლების შესახებ აქედან გამომდინარე,“- განაცხადა ხოშტარიამ.

ანაკლიის კონსორციუმი ამერიკელმა ინვესტორებმა დატოვეს. „კონტი ჯგუფი“  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქციონერი იყო, რომელიც ანაკლიის კონსორციუმის აქციების 42% ფლობდა. ამის მიზეზად კი ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დასახელდა.

დღის ამბები