03 მაისი 2024,   07:52
ვრცლად
რუსეთში ავარიული დაშვების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა - მათ შორის 19 ბავშვია

რუსეთში ავარიული დაშვების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა, მათ შორის 19 ბავშვია. კომპანია "ურალის ავიახაზების" კუთვნილი სამგზავრო ლაინერი დღეს კატასტროფას შემთხვევით გადაურჩა.

"ეარბას 321-ს" მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტიდან აფრენისთანავე თოლია შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთ ძრავს ხანძარი გაუჩნდა. ეკიპაჟმა თვითმფრინავი ავარიულად სიმინდის ყანაში დასვა.

ლაინერი რეისს მოსკოვი-სიმფეროპოლის მიმართულებით ასრულებდა, ბორტზე კი 226 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.

დღის ამბები