27 აპრილი 2024,   08:21
ვრცლად
მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი პიტერ ფონდა გარდაიცვალა

79 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი პიტერ ფონდა გარდაიცვალა. მას ფილტვის სიმსივნე ჰქონდა და სუნთქვის უკმარისობა აწუხებდა. პიტერ ფონდა ლოს ანჯელესში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მისმა უფროსმა დამ ჯეინ ფონდამაც.

მსახიობი წერს, რომ უკანასკნელი დღეები ძმასთან ერთად გაატარა. საერთაშორისო აღიარება პიტერ ფონდას ფილმმა "უდარდელი მხედარი" მოუტანა, რომელშიც ის ახალგაზრდა ჯეკ ნიკოლსონთან ერთად თამაშობს. ფონდა სურათის სცენარის თანაავტორიც იყო, რის გამოც ის ოსკარის ნომინაციაზე წარადგინეს.

დღის ამბები