21 სექტემბერი 2019,   20:12
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტრაგედია ცოტა ხნის წინ მოხდა. 2 ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთ-ერთს ცეცხლი მოედო და მანქანაში მყოფი ორივე პიროვნება, ადგილზე დაიღუპა. დაშავებულია 3 დამიანი. 

ადგილობრივების თქმით, გზა, რომელზეც ავარია მოხდა, დაახლოებით 4 თვეა გადათხრილია და ის მოძრაობას აფერხებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი გამხდარიყო.

ადგილზე ამ დომდე იმყოფებიან სამართალდამცავები. გარდაცვლილების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

„ჩემი აზრით, ეს საშინელი ტრაგედია გამოიწვია მოუწესრიგებელმა საგზაო შეკეთებამ. მეოთხე დღეა, გზის საფარი არის აჭრილი, ჩვეულებრივ შემთხვევაში. გზის საფარის აყრა როცა ხდება, უკან მოყვება ხოლმე ასფალტის დამგები მანქანა, რომელიც ასფალს აგებს აჭრილ ადგილას. მეოთხე დღეა, დატოვებულია და ავარიამდე, დაახლოებით, 5-6 ავტომანქანა დაიმტვრა, მცირე ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა ამ დღეების განმავლობაში“, - ამბობს ადგილობრივი.

დღის ამბები