27 აპრილი 2024,   02:52
ვრცლად
დაპირისპირება ბესელიას გუნდში - გედევან ფოფხაძემ პარტია დატოვა

გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია დატოვა. გავრცელებულ ინფორმაციას, პარტიის თავმჯდომარე ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

გუნდში შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი ბესელიამ უპასუხოდ დატოვა. თავად ფოფხაძე კი "კურიერის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე აირჩიეს.

"არ დაუდასტურებია მას ეს ინფორმაცია და ვერც მე დაგიდასტურებთ, არ ვიცი საიდან მოიტანეთ,"-ამბობს ბესელია "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

დღის ამბები