27 აპრილი 2024,   05:52
ვრცლად
ეს არის პოლიტიკური პროცესი - ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

„ეს არის პოლიტიკური პროცესი,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ სუს-ში შესვლამდე გააკეთა.

მძიმე პოლიტიკური ბრალდებების შემდეგ, ბიძინა გეგიძე სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დაიბარეს.

უწყებაში შესვლამდე გეგიძეს დეტალებზე აღარ უსაუბრია, თუმცა, ისევ გაიმეორა, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და გამოძიება პოლიტიკურია.

„მე ვარ პოლიტიკოსი, ჩემი პასუხისმგებლობა სხვა პასუხისმგებლობებს შორის არის ის, რომ ვიყო, რაც შეიძლება ვიყო მაქსიმალურად საჯარო, გავასაჯაროვო ჩემთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ყველა თემა. სოციალურ ქსელში დავდე და როდესაც საკმაოდ აქტიური ინტერესი იყო, ამიტომაც დავნიშნე ბრიფინგი,“ - განაცხადა გეგიძემ.

დღის ამბები