27 აპრილი 2024,   02:22
ვრცლად
საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევა - ორ პირს ბრალი წარედგინა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტებზე ორ პირს ბრალი წარუდგინა. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით, საბაჟო - გამშვები პუნქტი  „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე  შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 

დღის ამბები