20 ოქტომბერი 2019,   05:53
ვრცლად
რუსი ოკუპანტების მიერ, უკანონოდ დაკავებული 8 ახალგაზრდა თავისუფალია  

რუსი ოკუპანტების მიერ, მეჯვრისხევიდან  და სოფელ ახალუბნიდან გატაცებული საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გადმოვიდნენ. მათი ქართველი სამართალდამცველებისთვის გადაცემის პროცესი ერგნეთში მოხდა. 

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, 8-ვე ახალგაზრდა შიდა ქართლის პოლიციაშია გადაყვანილი. მისივე თქმით, მათ ჯარიმა გადაიხადეს, რის შემდეგაც მოხდა მათი გათავისუფლება. 

დღის ამბები