26 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
გერმანულმამ გამოცემამ "Der Spiegel" სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისგან გაფრთხილების წერილი მიიღეს

გერმანული გამოცემა "Der Spiegel" წერს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნისგან გაფრთხილების წერილი მიიღეს. წერილში მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ადამიანებს, ვინც საქართველოს მთავრობას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ, ახლა რუსეთის სპეცსამსახურები ემუქრებიან, მათ შორის დაემუქრნენ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს და მის ძმას, ზურაბ ხანგოშვილს. წერილი რედაქციამ 20 აგვისტოს მიიღო, ზელიმხან ხანგოშვილი კი 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს.

"Der Spiegel" რამდენიმე გერმანელ დეპუტატს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხანგოშვილის ოჯახს გერმანიაში დარჩენის საშუალება უნდა მისცენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის მეუღლეს და ბავშვებს გერმანიაში დარჩენის უფლება 30 ნოემბრამდე აქვთ. გამოცემის ცნობითვე, თუ ისინი თავშესაფარს არ მიიღებენ, მათ საქართველოში დეპორტაცია ელით.

დღის ამბები