27 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
3 თვე გავრილოვის სისხლიანი ღამიდან - რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის მოვლენებს გაიხსენებენ 

3 თვე გავრილოვის სისხლიანი ღამიდან - დაჭრილი, თვალდაკარგული და დაშავებული ასობით ადამიანი. აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს ფართომასშტაბიანი იქნება. აქციის მონაწილეები იმ დღის მოვლენებს გაიხსენებენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ გიორგი გახარია მათი სირცხვილია. 

„ამ თარიღის აღნიშვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან გიორგი გახარიასნაირ პოლიტიკურ ფიგურებს სავარძლებში,“ - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა. 

„20 სექტემბრიდან ჩვენი პერმანენტული აქციების ფორმატი წყდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც პაუზას ვიღებთ, პირიქით. უკვე 21-22-დან ჩვენ სხვადასხვა ფლანგზე გამოვჩნდებით. მთავარი ხაზი ჩვენი იქნება ის, რომ არ ვაპირებთ ოკუპაციას შევეგუოთ, უსამართლობას და ძალადობას,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. 

 

20 ივნისს აქციის მონაწილეების პროტესტი საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატი გავრილოვის ყოფნამ განაპირობა. პარლამენტში სხდომის წაყვანის შედეგად ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა.

პროტესტი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები თავდაცვის მიზნით ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ. 

ამის შემდეგ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენებაც დაიწყო, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა. ორმა აქტივისტმა სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

 

 

დღის ამბები