27 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადიცია გააპროტესტეს  

"ოცნება რუსეთის სამსხურში", "რუსეთი კლავს, ოცნება კლავს" - ამ ლოზუნგებით სამოქალაქო აქტივისტებმა ჩეჩენი ეროვნების რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადიციასთან დაკავშირებით აქცია გამართეს. იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ახიადოვს რუსეთის ციხეში სიკვდილი ემუქრება.

აქტივისტების განმარტებით, აღნიშნული ქმედება სცდება პიროვნულ ტრაგედიას და მსგავსი საქციელი მთელი ერის სირცხვილია. "სირცხვილიას" წევრებმა სიმბოლურად ხელები შეიკრეს და თვალები შავი ლენტებით აიხვიეს. 

"არც ერთი ღირსეული ერი არ დაუშვებდა იმას, რაც დაუშვა გუშინ საქართველომ და კერძოდ მისმა უმსგავსმა იუსტიციის მინისტრმა, რომელმაც პირდაპირ გამოუტანა განაჩენი ახალგაზრდა კაცს,’’- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

აქციაზე იმყოფებოდა "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია. 

"ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო ჩვენი სახელით, დღეს ისინი ჩვენ წარმოგვადგენენ, აცხადებს, რომ რუსეთში არ ირღვევა ადამიანის უფლებები და რომ ისინი ენდობიან რუსეთის პროკურატურას. ეს უკვე ცდება ერთი ადამიანის ტრაგედიას და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ორიენტაციის საკითხი," - განაცხადა ელენე ხოსტარიამ.

დღის ამბები