27 აპრილი 2024,   06:53
ვრცლად
ეროვნული ვალუტის ოფიციალური ღირებულება 2,98 თეთრს გადასცდა
დღეს ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის ოფიციალური ღირებულება 2,98 თეთრს გადასცდა. მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებას უჩივიან.
 
ფასების სტაბილურობისთვის ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ბოლო 3 კვირის განმავლობაში ორჯერ გაამკაცრა.
 
რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი ამ დროისთვის 7.5 პროცენტია.
 
ის, რაც 102 ათასი მომხმარებლისთვის სესხს აძვირებს, ეკონომიკური ექსპერტების ნაწილის განმარტებით, ეკონომიკურ ზრდასაც ანელებს.
 
თუმცა, საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის დადებით მხარეებზეც საუბრობენ. ანალიტიკოსები რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ეროვნული ბანკისთვის გამოუვალ მდომარეობად და ცუდსა და უარეს შორის არჩევნად აფასებენ.
დღის ამბები