22 მაისი 2024,   14:12
ვრცლად
"შერჩევითი სამართალი, რომელიც ძალიან სირცხვილია" - მოქალაქეები სპეცრაზმელის გათავისუფლებას აქციით აპროტესტებენ

აქცია საქალაქო სასამართლოსთან - 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოქალაქეები აპროტესტებენ. მოძრაობა "სირცხვილია" მოსამართლეს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქცია-პერფორმანსის მონაწილეები მოსამართლეების მანტიაში ჩაცმულები მივიდნენ, რომლებსაც სახეზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ნიღბები უკეთიათ. მათი განმარტებით, პერფორმანსი იმის გამომხატველია, რომ ქვეყანაში მთავარი მოსამართლე ბიძინა ივანიშვილია.

შერჩევით სამართალს უწოდებს სპეცრაზმელის გათავისუფლების ფაქტს მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი.

"ის სამართალდამცავი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას და საპირწონედ ჰყავდათ, რომ აი ესეც ხომ დავაკავეთ, ისიც კიო გაათავისუფლეს გირაოს სახით და მოიმიზეზეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, როცა რამდენიმე დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარე ძალიან მძიმეა. ეს არის შერჩევითი სამართალი, რომელიც ძალიან სირცხვილია, შერჩევით სამართალს არასოდეს ქვეყანა არ წაუყვანია წინ. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული" - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

მოძრაობა "სირცხვილიას" კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ ქვეყანაში პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარების ქვეშ მუშაობს. 

"ის, რომ გუშინ მოძალადე, კრიმინალის სპეცრაზმელი გაათავისუფლეს გირაოთი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მონა მოსამართლემ გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ სასამართლო არის პროკურატურის დაქვემდებარებაში, ხოლო პროკურატურა კი ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში. გავრილოვის პატიმრებს შორის გვყავს ისეთი ადამიანები, რომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სერიოზულად მძიმე. ჩვენ ვაპროტესტებთ სასამართლოს, რომელიც ემსახურება ხელისუფლებას და ვაპროტესტებთ ორმაგ სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს ჩვენი მოსამართლე" - აცხადებს ნოდარ რუხაძე. 

 

 

 

დღის ამბები