27 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
სტიქია ქუთაისში - ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. 

დატბორილია რუსთაველის ახლადრეაბილიტირებული ქუჩა, სადაც სანიაღვრეებმა წყლის ძლიერი ნაკადი ვერ გაატარა. დატბორილი ქუჩების მიმდებარედ, წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, სარდაფებსა და მაღაზიებში შევიდა.

გართულებულია ფეხით მოსიარულეთა გადადგილებაც. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია. ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

დღის ამბები