27 აპრილი 2024,   05:28
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოში დაბრუნდა
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ტაილანდიდან სამშობლოში ჩამოვიდა.
 
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა გულშემატკივრებმა ლაშა ტალახაძეს და მსოფლიო ჩემპიონატის სხვა პრიზიორებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს.
 
ქალაქ პატაიაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე სხვადასხვა სინჯის მედლები ლაშა ტალახაძემ, ანტონ პლესნოიმ და რევაზ დავითაძემ მოიპოვეს.
 
ლაშა ტალახაძე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ტურნირის საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.
 
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი
ამავე თემაზე
დღის ამბები