26 აპრილი 2024,   23:37
ვრცლად
"ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, ვაიძულოთ რუსეთი შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები" - მაკრონი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დაბრუნებას მიესალმება

"ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, ვაიძულოთ რუსეთი შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები"- საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაბრუნებას მიესალმება.

მაკრონმა ევროპარლამენტარებს გადაწყვეტილება ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას მოუწონა. მისი თქმით, რუსეთის დაბრუნება უკრაინასა და საქართველოში კონფლიქტების მოგვარებას დაეხმარება. თუმცა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დაბრუნებას საქართველო, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები აპროტესტებენ.

დელეგაციები ასამბლეის გახსნის ცერემონიალს არ დაესწრნენ. 5-ივე ქვეყანამ ევროპარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ჯგუფი - "ბალტიკ პლუსი" შექმნა, ჯგუფი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე და რუსეთის ოკუპაციის შეჩერების დიპლომატიურ გზებზე იმუშავებს.

დღის ამბები