03 მაისი 2024,   03:36
ვრცლად
"დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა"- აშშ-ის საელჩო

ლეგენდარული კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალებას საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა.

„დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.

დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს,“- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიმართვაში.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

დღის ამბები