27 აპრილი 2024,   08:30
ვრცლად
ახალციხეში სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ახალციხეში სასაზღვრო სექტორის "ხრიანის" ახალი შენობა გახსნეს. ახალციხეში შეკრებილებმა ის ძველი შენობაც დაათვალიერეს, სადაც მესაზღვრეებს დღემდე უწევდათ მუშაობა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის სასაზღვრო მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და 2013 წლიდან დაწყებული დღემდე სამმართველო და რამდენიმე ათეული სექტორი აშენდა.

"სასაზღვრო მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი სექტორების მშენებლობა 2013-წლიდან დავიწყეთ. რამდენიმე ათეული სექტორი აშენდა, სამმართველო აშენდა და ამ ყველაფერში დიდი წვლილი აქვთ ჩვენს პარტნიორებს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აღნიშნავს, რომ სასაზღვრო პოლიციასთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. მისი თქმით, ამერიკის მთავრობის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დახმარებით 9 ერთობლივი პროექტი დასრულდა.

დღის ამბები